Tsitska

$11.00

ციცქა ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული ვაზის სტანდარტული ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ნაზ თეთრ ღვინოს. ზემო და შუა იმერეთში მას იყენებენ, ძირითადად შამპანური ღვინის დასაყენებლად. ზემო იმერეთის ზოგიერთ სოფლებში ციცქა ცნობილია აგრეთვე შანთისა და ციცქოს სახელწოდებით, ხოლო შუა იმერეთის სოფლებში მას დამატებით `მამალ ციცქას~ უწოდებენ. ციცქა მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია, იგი იძლევა საუკეთესო ღირსების სუფრის ღვინოს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინოებისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, გემო ნაზი და ჰარმონიული აქვს. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს. ზემო იმერეთში მდ. ჩხერიმელისა და ძირულის ხეობებში ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე ციცქა იძლევა გამჭვირვალე, ღია ჩალისფერ, საკმაოდ სხეულიან, ნაზ, ხალისიან ღვინოს კარგად გამოხატული ხილის ტონებით. ხშირად კუპაჟდება სხვა ჯიშებთან – მაგალითად, ცოლოკაურთან. ციცქა სუსტი გამძლეობით ხასიათდება ნაცრისა და ჭრაქის მიმართ, ხოლო შედარებით მეტად გამძლეა ფილოქსერის მიმართ. ჰავისა და ნიადაგური პირობების მიმართ შეგუების კარგი უნარით ხასიათდება. გაზაფხულის წაყინვებისაგან იგი შედარებით ნაკლებად ზიანდება, ვიდრე ცოლიკაური.

Categories: ,

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “Tsitska”

Your email address will not be published. Required fields are marked *